დოდონა კიზირიას ტესტი

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივნისი 24, 2015 00:54

დოდონა კიზირიას ტესტი

მნიშვნელოვანი

  • ინდიანას უნივერსიტეტის ქართველი პროფესორი დოდონა კიზირია, სოციალურ ქსელში უჩვეულო თუმცა ძალიან საინტერესო ტესტს აქვეყნებს, რომელმაც შესაძლებელია ,,თაიმერის,, მკითხველიც დააინტერესოს...

სხვა სტატიები

10622895_853656604653971_6937879393822647525_nინდიანას უნივერსიტეტის ქართველი პროფესორი დოდონა კიზირია, სოციალურ ქსელში უჩვეულო თუმცა საინტერესო ტესტს აქვეყნებს, რომელმაც შესაძლებელია ,,თაიმერის,, მკითხველიც დააინტერესოს…
,,მეგობრებო, მინდა შემოგთავაზოთ ასეთი ტესტი. წარმოიდგინეთ, რომ საზღვაო კატასტროფის შედეგად გაირიყეთ უკაცრიელ კუნძულზე. ისეთზე არა, როგორზეც რობინზონ კრუზო იყო, არამედ სულ პატარა, კლდიან და მოშიშვლებულ კუნძულზე, სადაც არ არის არც ნადირი, არც ფრინველი. მხოლოდ ლოკოკინებით გიხდებათ თავის რჩენა და არავითარი პარასკევას იმედიც არა გაქვთ.

უეცრად ჰორიზონტზე გამოჩნდება გემი, რომელიც სწორედ ამ კუნძულისკენ მოემართება. რომელი სახელმწიფოს დროშა უნდა ფრიალებდეს ამ გემზე, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ გიშველიან, მოგივლიან და გადაგარჩენენ? ანუ, რომელი სახელმწიფოს დროშის დანახვას ისურვებდით ამ გემზე?

არავითარი კომენტარები!!!!!!! დაწერეთ მხოლოდ სახელმწიფოს სახელი.,, წერს დოდონა კიზირია სოციალურ ქსელში.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივნისი 24, 2015 00:54

Google სტატისტიკა


3,275
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics