დიმიტრი ქუმსიშვილი : თბილისში ელექტროენერგიის გაძვირების შემთხვევაში იგივე პოლიტიკა გატარდება, რაც რეგიონებში გატარდა

news
ავტ.: news სექტემბერი 3, 2015 13:57

დიმიტრი ქუმსიშვილი : თბილისში ელექტროენერგიის გაძვირების შემთხვევაში იგივე პოლიტიკა გატარდება, რაც რეგიონებში გატარდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ელექტროენერგიის გაძვირების შემთხვევაში , თბილისშიც იგივე პოლიტიკა გატარდება, რაც რეგიონებში გატარდა.
როგორც ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, ტარიფზე სემეკ-ში მიმდინარეობს მსჯელობა.
“რა მსჯელობებშიც მე მაქვს მონაწილეობა მიღებული, ამ მსჯელობების მიხედვით შემიძლია ვთქვა, რომ თბილისი მოიქცევა ანალოგიურად, სავარაუდოდ გაატარებს იმ პოლიტიკას, რა პოლიტიკაც გაატარა სახელმწიფომ რეგიონებთან მიმართებაში”,- განაცხადა ქუმსიშვილმა.
კითხვაზე, იქნება თუ არა ამის რესურსი, ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ რესურსი უნდა გამოიძებნოს.
“მე ღრმად მწამს, ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ განსხვავება. ჩვენი მოქალაქე არის ჩვენი მოქალაქე და ყველა მოქალაქის მიმართ ჩვენ უნდა გვქონდეს ერთი და იგივე პოლიტიკა”,- აღნიშნა მინისტრმა.
როგორც ცნობილია, რეგიონებში გაძვირებული დენის სხვაობას სოციალურად დაუცველებისთვის სახელმწიფო აანაზღაურებს.

news
ავტ.: news სექტემბერი 3, 2015 13:57

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


16,743
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics