დიმიტრი ქუმსიშვილი “გაზპრომთან” მოლაპარაკებების დაწყებაში ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს გამორიცხავს

news
ავტ.: news ოქტომბერი 9, 2015 15:07

დიმიტრი ქუმსიშვილი “გაზპრომთან” მოლაპარაკებების დაწყებაში ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს გამორიცხავს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი “გაზპრომთან” მოლაპარაკებების დაწყებაში ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს გამორიცხავს.
ჟურნალისტის კითხვაზე, აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებები შესაძლოა, უკავშირდებოდეს ბიძინა ივანიშვილის წილებს “გაზპრომში” და რამდენად რეალურია ეს, დიმიტრი ქუმსიშვილმა უპასუხა – “არავითარ შემთხვევეში, გამოვრიცხავ სრულად”.
მისივე თქმით, “გაზპრომთან” მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ დეტალებზე კომენტარები ენერგეტიკის სამინისტროში გაკეთდება.
“რაც შეეხება ჩემს მიმართულებას, ქვეყნისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია დივერსიფიკაცია როგორც ექსპორტში, ასევე იმპორტში”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
რაც შეეხება ასევე ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ დადგა მოლაპარაკებების აუცილებლობა, ქუმსიშვილის თქმით, აუცილებლობაზე არ არის საუბარი.

news
ავტ.: news ოქტომბერი 9, 2015 15:07

Google სტატისტიკა


3,436
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics