დიდუბეში ნაპოვნი მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

news
: news აგვისტო 7, 2015 11:15 განახლებულია

დიდუბეში ნაპოვნი მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

მნიშვნელოვანი

  • დიდუბეში, რკინიგზის ლიანდაგებთან ნაპოვნი შუა ხნის მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც "თაიმერს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით აღიძრ

სხვა სტატიები

დიდუბეში, რკინიგზის ლიანდაგებთან ნაპოვნი შუა ხნის მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მამაკაცი მატარებლის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა, შსს-ში აღნიშნულთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არ საუბრობენ და განმარტავენ, რომ დეტალები შესაბამისი სამუშაოების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, რომელიც ადგილზე ამ წუთებში მიმდინარეობს.
დიდუბეში, რკინიგზის ლიანდაგებთან ახლოს შუა ხნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მამაკაცს თავის არეში დაზიანებები აღენიშნება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ იგი მატარებლის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა.

news
: news აგვისტო 7, 2015 11:15 განახლებულია

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

  • სანდრა რულოვსი (66%, 1 551 ხმა)
  • გიორგი (გეგა) შენგელია (26%, 615 ხმა)
  • ზვიად სიჭინავა (4%, 103 ხმა)
  • თენგო ჯგუშია (3%, 81 ხმა)

ხმები სულ: 2 350

Google სტატისტიკა


9,832
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics