დიდი შვიდეულის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას აპირებენ

news
ავტ.: news მაისი 30, 2015 13:25

დიდი შვიდეულის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას აპირებენ

დიდი შვიდეულის ქვეყნები მომავალ კვირაში დაგეგმილ სამიტზე რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების საკითხს განიხილავენ.

თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯოშ ერნესტის, თქმით, მოსკოვი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის გამო საფასურს მომავალშიც გადაიხდის.

სამიტის წინ პოზიციები უკვე შეაჯერეს ოფიციალურმა კიევმა და ბერლინმა.

პეტრე პოროშენკომ კიევში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი, მიიღო.

პარალელურად სატელეფონო საუბარი შედგა ვლადიმერ პუტინს, ანგელა მერკელსა და ფრანსუა ოლანდს შორის.

ლიდერებმა დონბასში არსებული ვითარება განიხილეს და მინსკის შეთანხმების აუცილებლობაზე ისაუბრეს. სწორედ მინსკის შეთანხმების სრულ რეალიზებას ასახელებს ევროკავშირი მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის პირობად.

news
ავტ.: news მაისი 30, 2015 13:25

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,490
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics