,,დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, როგორი იქნება ფეხბურთი საქართველოში”

news
ავტ.: news სექტემბერი 7, 2015 14:22 განახლებულია

,,დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, როგორი იქნება ფეხბურთი საქართველოში”

მნიშვნელოვანი

  • საქართველოს ფეხბურთის ფედერაცის პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით, ჟურნალისტებმა კახა კალაძეს კითხვით მიმართეს და დაინტერესდნენ, რამდენად ჯანსაღი პროცესები მიმდინარეობს ფედერაციაში.

სხვა სტატიები

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცის პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით, ჟურნალისტებმა კახა კალაძეს კითხვით მიმართეს და დაინტერესდნენ, რამდენად ჯანსაღი პროცესები მიმდინარეობს ფედერაციაში.
ჟურნალისტების კითხვაზე, უჭერენ თუ არა ხელისუფლების წარმომადგენლები ლევან კობიაშვილის კანდიდატურას მხარს, კალაძემ განაცხადა, რომ პოლიტიკოსებს კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციები აქვთ.
“ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებს რაც შეეხება, ამ სპორტის დიდი სიყვარულიდან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, როგორი იქნება ფეხბურთი საქართველოში, რა დონეზე იქნება ის. რაც შეეხება ხელისუფლების ჩარევას, ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არავინ ჩაერევა და ვერ გაბედავს ამას. ზოგიერთი კანდიდატის პრეზენტაციაზე დავინახე ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი, რომლებიც ღიად უჭერდნენ მხარს კონკრეტულ ერთ-ერთ კანდიდატს. თუ ამას გულისხმობთ ჩარევად, არ მგონია, ეს სწორი იყოს. ის ადამიანები გამოხატავენ საკუთარ მოსაზრებას და ამ შემთხვევაში მხარს უჭერენ რევაზ არველაძეს და ეს მათი პირადი გადაწყვეტილებაა”, – განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

news
ავტ.: news სექტემბერი 7, 2015 14:22 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


24,138
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics