დიდი მადლობა ბიძინა ივანიშვილს თანამშრომლობის შეთავაზებისათვის, ისე თანამშრომლობის შეწყვეტისათვისაც

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 31, 2015 02:25

დიდი მადლობა ბიძინა ივანიშვილს თანამშრომლობის შეთავაზებისათვის, ისე თანამშრომლობის შეწყვეტისათვისაც

ტელეკომპანია GDS-ის დატოვების შესახებ არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებსრამდენიმე საათის წინ ტელეკომპანია GDS-ის დატოვების შესახებ არჩილ გამზარდიამ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე კიდევ ერთ პოსტი გამოაქვეყნა:

“გადაცემების დახურვაზე და წამყვანების მოშორებაზე გამახსენდა, ბარემ შევიმჩნევ მეც რომ “კვირის 2030” დაიხურა სმილე ემოცია მე გადაცემის წამყვანობასა და მთავარ პროდიუსერობაზე როგორც კი დავთანხმდი, თავიდანვე ვაცხადებდი რომ სავარაუდოდ, ჩვენი თანამშრომლობა დროებითი იყო და შესაბამისად ასეც მოხდა, პროექტმა საინტერესო მისია იტვირთა, საზოგადოებას ახალი სახეები წარუდგინა, საზოგადოების წევრები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ერთად დასვა და კვალიფიციური ანალიზი და მსჯელობა გაუზიარა ჩვენს მოსახლეობას.

ვინც გადაცემებს უყურებდა, კარგად შეამჩნევდა რომ მე ვცდილობდი როგორც ჩვენი ქვეყნის მიღწევები წარმომედგინა, ასევე არ ვერიდებოდი კრიტიკულ მოსაზრებებსაც, განსაკუთრებით, ბოლო 5-6 გადაცემა. ეს იყო საინტერესო პროექტი და მზარდი რეიტინგის მქონე. საინტერესო პროექტების მოყვარულებს გაცნონებთ, რომ ახალ სეზონზე “ჯიდიესი” არა ერთ საინტერესო პროექტს შემოგთავაზებთ. მრავალი ადამიანი მუშაობს არა ერთ პროექტზე. პროექტის ხელმძღვანელმა პრაქტიკულად მხოლოდ ჩემთან გადაწყვიტა თანამშრომლობის შეწყვეტა, მაგრამ არაერთი თანამშრომელი მიიღო და ისინი ერთხმად და შეხმატკბილებულად მუშაობენ ახალი სატელევიზიო სეზონისათვის.

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები კი ცხადჰყოფს, რომ მედია და საინფორმაციო სივრცე ფრიად განახლდება. ვარ საოცრად კმაყოფილი მიღებული გამოცდილებისა და მთელი რიგი პროცესების პირადად გაცნობისა და უკეთ ინფორმირების გამო. დიდი მადლობა ბიძინა ივანიშვილსა და ვასო მაღლაფერიძეს, როგორც თანამშრომლობის შეთავაზებისათვის, ისე თანამშრომლობის შეწყვეტისათვისაც. ჩვენს ხალხს კი კვლავ აქტიურად მოვემსახურები საზოგადოებრივი პროცესებისა და პოლიტ ტექნოლიგიების ანალიზით, რაც მთავარია, პედაგოგიური მოღვაწეობით არაერთი მიმართულებით”,-წერს გამზარდია.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 31, 2015 02:25