,,დიდი ალბათობით ტერმინი „ქართული ოცნება“ აღარ იქნება პოპულარული ქართველ ამომრჩეველში”

news
ავტ.: news ოქტომბერი 20, 2015 23:04

,,დიდი ალბათობით ტერმინი „ქართული ოცნება“ აღარ იქნება პოპულარული ქართველ ამომრჩეველში”

1360066193_soso_ciskarishvili_2ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო; რა ცვლილებებს უნდა ველოდეთ უმრავლესობის ახალი ლიდერისა და საპარლამენტო გუნდისგან; NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევა და ქვეყანაში არსებული მედია გარემო – ამ თემებთან დაკავშირებით რადიო „მაესტროს“ გადაცემა „რადიოაქტიურ ზონაში“ „ დამოუკიდებელ ექსპერტთა„ კლუბის პრეზიდენტმა სოსო ცისკარიშვილმა ისაუბრა.

„ქართული ოცნების“ ახალი ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძის შეაფასებისას ცისკარიშვილმა აღნიშნა, რომ „ზვიად კვაჭანტირაძეს გააჩნია უნარი ადამინებთან ურთიერთობის, ყოველგვარი ყოყოჩობის გარეშე. დარწმუნებული ვარ ის არ იქნება რაიმე უზარმაზარი წარმოდგენისა საკუთარ თავზე, ასეთი მაღალ თანამდებობაზე დანიშვნის მიუხედავად. მასთან ურთიერთობა განსხვავებული აზრის მქონე კოლეგებისთვის არ იქნება რაიმე უხერხულობის მომტანი” – განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა და აღნიშნა, რომ ზვიად კვაჭანტირაძე წარმატებული შესაძლოა იყოს ერთადერთი პირობის მიხედვი, თუ მას ექნა საკუთარი საქმიანობის ფარგლებში დამოუკიდებლობის ის კოეფიციენტი, რომელიც აუცილებელია წარმატების მისაღწევად.

მისი თქმით, თუ ის დარჩა ისეთ როლში, რომელშიც ჩვენს მთავრობის ბევრ წარმომადგენელს ვხედავთ, ცხადია მასზე აღარ იქნება დამოკიდებული წარმატება თუ წარუმატებლობა.

ცისკარიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ პარტია და „ქართული ოცნება„ კოალიცია განსხვავებული სუბიექტები არიან და მისი აზრით, თუკი სამომავლოდ რეალური წარმატება სურს კოალიციის წევრებს უპრიანი იქნებოდა კოალიციისთვის სახელი გადაერქვათ, რადგან მისი თქმით, სახელი „ქართული ოცნება„ უკვე მიისაკუთრა ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ რომელიც პრაქტიკულად დამფუძნებელია ყველაფერი დანარჩენის ამ სახელწოდებით. დიდი ალბათობით ტერმინი „ქართული ოცნება“ აღარ იქნება პოპულარული ქართველ ამომრჩეველში.

მისი აზრით, მთავარი რესურსი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენისა არის „ნაციონალური მოძრაობა.“ ცისკარიშვილის განცხადებით , კვლევებში მოცემული ციფრებიდანაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქართველ ამომრჩევლებს აღარ აქვთ სურვილი 2016 წელსაც ასეთი კონფიგურაციის პარლამენტი მიიღოს, როგორიც დღეს არის.

მისი თქმით, დღეს რეალურად არის ორ ხელისუფლებიანობა პარლამენტში. ცისკარიშვილის განცხადებთ, „ქართულმა ოცნებამ „ მნიშვნელოვანია რომ, ამომრჩეველს შესთავაზოს ბევრად უფრო სანდო დამაჯერებელი ბიოგრაფიის და პროფესიული წარსულის მქონე პირები საკუთარ გუნდში.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის გარშემო განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა სოსო ცისკარიშვილი. „არამგონია რომელიმე გონიერ ადამიანს „რუსთავი 2“ -ის დახურვა სიზმარშიც კი ენახა და ასეთი პოლიტიკური ხარაკირი ძნელად მოსაძიებელია, როგორიც არის ზოგადად თავისუფალ მედიაზე თავდასხმა. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემთვის სრულიად განსხვავებული ფასეულობები გახლავთ აქტიური ტელეკომპანია ნიჭიერი კადრებით დაკომპლექტებული „რუსთავი 2“ და ამ მართლაც ძალიან საინტერესო სუბიექტის დღევანდელი გენერალური დირექტორის, რომელიც არის სამარცხვინო არამხოლოდ ამ მედია საშუალებისთვის არამედ მთელი საქართველოსთვის  გამომდინარე მისი საქმიანობიდან 2007 წელს. მათ შორის არამხოლოდ მის პროკურორობის პერიოდს ვგულისხმობ არამედ, იმ ფაქტსაც, რომ სიამაყით გამოვიდა და გვამცნო რომ მან ტელეკომპანია „იმედის„ მთელი ქონება დააყადაღა“- განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.

news
ავტ.: news ოქტომბერი 20, 2015 23:04

Google სტატისტიკა


3,414
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics