დეპუტატები RMG-Gold-სთვის ლიცენზიის გაგრძელებას აფასებენ

news
: news იანვარი 7, 2015 14:50

დეპუტატები RMG-Gold-სთვის ლიცენზიის გაგრძელებას აფასებენ

ოქროს მომპოვებელი კომპანია „RMG-Gold”-ისთვის ლიცენზიის ხუთი წლით გახანგრძლივებას ეხმაურებიან პარლამენტის წევრები. უმრავლესობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საკითხი კვლავ აქტუალურია და პარლამენტის დღის წესრიგიდან მოხსნა არ იგეგმება. სწორედ ამიტომ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობა არ დგას.

„ამას ახლავს დაძაბული პოლიტიკური ფონი და დროთა განმავლობაში საზოგადოებას ექნება საშუალება დაინახოს რეალურად რასთან გვაქვს საქმე. ეს საკითხი დღის წესრიგიდან არ მოიხსნება და ამისთვის არა მგონია, რომ საგამოძიებო კომისია იქნეს აუცილებელი. საკმაოდ არსებობს კომპეტენტური რგოლები, რომლის დასკვნასაც შეიძლება რომ მივენდოთ,“ – განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა გია ვოლსკიმ.

საპარლამენტო უმცირესობა კი კვლავ მოითხოვს საყდრისის საბადოზე სამუშაოების შეჩერებას და დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელიც საყდრისთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობასა და კანონიერებას შეისწავლის.

„ვითხოვთ და ვაყენებთ საკითხს, რომ დროულად შეიქმნას საგამოძიებო კომისიას, რომელიც დაადგენს საყდრისის თემას და ზოგადად, კომპანიის საქმიანობას. საზოგადოების მაღალი ინტერესის მატარებელია ეს საკითხი და ჩვენ გვაინტერესებს მთავრობის და კომპანიის შორის ურთიერთები. დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკითხი უნდა დადგეს ისევ პარლამენტის წინაშე,“ – განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ აბაშიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე კი უსაფუძვლოს უწოდებს აჟიოტაჟს იმის თაობაზე, თითქოს კომპანიის ყველა თანამშრომელი უმუშევარი დარჩება იმ შემთხვევაში თუ კონკრეტულად ამ საბადოზე აიკრძალება სამუშაოების განხორციელება.

news
: news იანვარი 7, 2015 14:50

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,290
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics