დეპარდიე რუსული პასპორტით ამაყია

newsnews
ავტ.: newsnews ოქტომბერი 7, 2015 19:50

დეპარდიე რუსული პასპორტით ამაყია

ჟერარ დეპარდიე - პერსონა ნონ გრატა უკრაინაშიფრანგმა მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ დღეს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის მოხარულია თავისი რუსული პასპორტის გამო. მსახიობმა დაამატა, რომ მოსკოვში ბინის ყიდვაზე ოცნებობს და ასევე უნდა ციმბირში იცხოვროს. “ვაღმერთებ ჩემს რუსულ პასპორტს. შინაგანად ვგრძნობ, რომ რუსი ვარ” – განაცხადა დეპარდიემ.
ამასთანავე, მან თქვა, რომ არასდროს უნდოდა აშშ-ს მოქალაქე გამხდარიყო და დაამატა, რომ თუკი ევროპელები უარს იტყვიან ამერიკულ გავლენებზე, ეს უკეთესი იქნება ევროპისათვის.
2012 წელს მსახიობი საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარის თქმას იმ მოტივით აპირებდა, რომ ქვეყანა მილიონზე მეტი ევროს ქონის შემთხევვაში 75%-იან გადასახადს აწესებდა. მან განზრახვა იმიტომ შეიცვალა, რომ ოლანდს კანონპროექტი არ დაუმტკიცეს.

newsnews
ავტ.: newsnews ოქტომბერი 7, 2015 19:50

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,554
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics