„დემოკრატიული მოძრაობა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს”

news
ავტ.: news ოქტომბერი 7, 2015 11:40

„დემოკრატიული მოძრაობა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს”

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, „დემოკრატიული მოძრაობა“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს.

როგორც ნინო ბურჯანაძემ ტელეკომოანია GDS-ის ეთერში „2030“-ში განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება.

„ჩვენ არჩევნებში აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას. ის, რომ შუალედურ არჩევნებს ბოიკოტი გამოვუცხადეთ, იყო აბსოლუტურად შეგნებული პოზიცია. ჩვენ, ასევე, მონაწილეობა არ მიგვიღია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც, მაშინ ეს ბოიკოტი არ იყო, პირიქით, არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებდით არა იმიტომ, რომ ბოიკოტს ვუცხადებდით არჩევნებს, არამდე, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არ დაქუცმაცებულიყო ოპოზიციური ხმები. მე მაშინ მხარი დავუჭირე ბიძინა ივანიშვილს და მის პოლიტიკურ ძალას. ამავე დროს, ყველა ჩემს მომხრეს მოვუწოდე აქტიურად ჩართულიყვნენ „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში. შუალედურ არჩევნებს კი, ბოიკოტი გამოვუცხადეთ, რადგან მე პირადად, ვთვლიდი, რომ ამ არჩევნებზე ყველა პოლიტიკურ ძალას უნდა დაეტოვებინა „ქართული ოცნება“ მარტო და მას უნდა ჩაეტარებინა ერთპარტიული არჩევნები, რადგან მათ დაარღვიეს ის პირობები, რითაც ხელისუფლებაში მოვიდნენ. დიდი იმედი მაქვს, რომ 2016 წლის არჩევნები არ იქნება ისეთი, როგორიც ჩატარდა ფეხბურთის ფედერაციის არჩევნების დროს. ჩვენ არჩევნებში დამოუკიდებლად მივიღებთ მონაწილეობას. ამ წუთში ჩვენი სურვილი ასეთია და სერიოზულად ვემზადებით ამისთვის“, – განაცხადა ბურჯანაძემ

ამასთან, როგორც ნინო ბურჯანაძე აცხადებს, 2016 წელს გასამართ საპარლამენტო არჩევნებში ის პოლიტიკურ ოპონენტად მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ განიხილავს.

„პოლიტიკურ ოპონენტად მივიჩნევთ „ქართულ ოცნებას“. „ ნაციონალურ მოძრაობას“ მე არ ვთვლი პოლიტიკურ ოპონენტად. ასევე, არ ვთვლი ოპონენტად „თავისულ დემოკრატებს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

news
ავტ.: news ოქტომბერი 7, 2015 11:40