დემოკრატიული მოძრაობა თელავში ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს

news
ავტ.: news მაისი 20, 2015 16:32

დემოკრატიული მოძრაობა თელავში ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს

მნიშვნელოვანი

  • დემოკრატიული მოძრაობის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი თელავის თვითმმართველი თემის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს. ვალერი შოშიაშვილმა გამგეობის შენობის წინ დღეს ბრიფინგი გამართა და ის დოკუმენტები გაასაჯაროვა, სადაც მისი თქმით, გამგეობის თანამშრომლები რესტორნებისთვის ადგილობრივი ბიუჟეტიდან თანხებს არამიზნობრივად ხარჯავენ. საუბარია 100 ათას ლარამდე თანხაზე, რომელიც ბოლო 4 თვის განმავლობაში თელავის ბიუჯეტიდან რესტორნებში გადაირიცხა.

სხვა სტატიები

დემოკრატიული მოძრაობის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი თელავის თვითმმართველი თემის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს. ვალერი შოშიაშვილმა გამგეობის შენობის წინ დღეს ბრიფინგი გამართა და ის დოკუმენტები გაასაჯაროვა, სადაც მისი თქმით, გამგეობის თანამშრომლები რესტორნებისთვის ადგილობრივი ბიუჟეტიდან თანხებს არამიზნობრივად ხარჯავენ. საუბარია 100 ათას ლარამდე თანხაზე, რომელიც ბოლო 4 თვის განმავლობაში თელავის ბიუჯეტიდან რესტორნებში გადაირიცხა.

„მთლიანობაში იხარჯება 100 ათას ლარამდე, რომ იქეიფონ და დრო ატარონ ბიუჯეტის ხარჯზე გამგეობის წარმომადგენლებმა,” – აცხადებს ვალერი შოშიაშვილი.

ოპოზიციის ბრალდებებს რაიონის გამგებელმა უპასუხა. ალექსანდრე შათირიშვილის თქმით, ბიუჯეტში დარღვევა და არამიზნობრივი ხარჯი არ აქვთ

“მოგეხსენებათ სხვა რაიონებზე მეტი სტუმარი ყავს თელავს, სხვადასხვა ღონისძიებები იმართება და მათი გამასპინძლებისათვის გვჭირდება ხარჯების გაწევა. თუმცა იმაზე მეტს არ ვხარჯავთ, რაც ბიუჯეტით გვაქვს გათვალისწინებული,” – განმარტავს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

news
ავტ.: news მაისი 20, 2015 16:32