“დელტა” გარემოს დაცვის სამინისტროს დახმარებას გაუწევს

news
ავტ.: news აგვისტო 14, 2015 11:16

“დელტა” გარემოს დაცვის სამინისტროს დახმარებას გაუწევს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს უწყებების პირველმა პირებმა მოაწერეს ხელი. მემორანდუმის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო სამხედრო ტექნიკური ცენტრი “დელტა” გარემოს დაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ საქვეუწყებო დაწესებულებებს გაუწევს დახმარებას გარემოს დაცვითი მიზნებისთვის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებაში და სათანადო საექსპორტო კონსულტაციების გაწევაში.
როგორც თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განმარტა, მემორანდუმის მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ორმა უწყებამ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს, განსაკუთრებით ბრაკონიერებთან ბრძოლის საქმეში.
“ვფიქრობ, ეს ქვეყნისთვის არის აბსოლუტურად პირველადი ხარისხის თემა, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და ბუნებრივია, თავდაცვის სამინისტრო მზად არის, რომ მისი რესურსებით, როგორც თავად სამინისტრო, ასევე ჩვენს გამგებლობაში არსებული სიპების რესურსების საშუალებით დავეხმაროთ ნებისმიერ უწყებას მსგავსი ტიპის პრობლემის მოგვარებაში. უკვე დღეიდან კონკრეტული გეგმა იქნება, რომლითაც “დელტასთან” ერთად გარემოს დაცვის სამინისტრო დაიწყებს ამ ღონისძიებების შემუშავებას”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
როგორც გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა განმარტა, უკანონო თევზჭერის, ხის უკანონო მოპოვების წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
“ამ ბრძოლაში ვთანამშრომლობთ ნებისმიერ უწყებასთან. ჩვენი მემორანდუმი, რომელიც გაფორმდა თავდაცვის სამინისტროსთან, გულისხმობს თავდაცვის სამინისტროს ტექნიკური რესურსების გამოყენებას იმისთვის, რომ ბრძოლა უფრო ეფექტიანი გახდეს. ჩვენი ადამიანური რესურსები სამინისტროში არის მწირი, მაგრამ “დელტას” უპილოტო საფრენი აპარატით ჩვენ ვგეგმავთ შევისწავლოთ ტყეები, ვნახოთ რესურსები, რამდენად არის დაზიანებული და ეს შესაძლებლობას მოგვცემს დიდი ფართობების მონიტორინგი ეფექტიანი გახდეს”, – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

news
ავტ.: news აგვისტო 14, 2015 11:16

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,373
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics