დედაქალაქის რამდენიმე უბანს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

news
ავტ.: news სექტემბერი 8, 2015 16:52

დედაქალაქის რამდენიმე უბანს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

დედაქალაქის რამდენიმე უბანს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. როგორც “თაიმერიდან” “თელასიდან” აცნობეს , მთაწმინდის და ჩუღურეთის რაიონებში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, აბაშიძის, თაბუკაშვილის, კეკელიძისა და პეტრიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მაზნიაშვილის, კიევის, წინამძღვრიშვილის, ჩუბინაშვილის, ნინოშვილის, დოლიძის და კონსტიტუციის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე ინტერვალში 1 საათით შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, რესპუბლიკის მოედნის, აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ვერეს დაღმართის, სარაჯიშვილის, საქანელას, 8 მარტის, მარჯანიშვილის, სანკტ-პეტერბურგის, უზნაძის, უშანგი ჩხეიძის, ჯანსუღ კახიძის და ტეტელაშვილის ქუჩების მცხოვრებლებლებს.
ვაკის და საბურთალოს რაიონებში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის IV მიკრორაიონის, მხატვრების დასახლების, სოფელ ლისის, ფერმწერთა და ვარაზის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: არაყიშვილის და აბაშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, გელოვანის გამზირის, ვაშლიჯვრის დასახლების და იასამნის ქუჩის მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მშვიდობის ქუჩის (დიდი ლილო), ვარკეთილის მეურნეობის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, აეროდრომის დასახლების, მოსკოვის გამზირის და ქაიროს ქუჩის მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის VI მიკრორაიონის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), მიქელაძისა და სამტრედიის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელიაშვილის, ახმეტელის და ბოხუას ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, დოდაშვილის, ჩკალოვის, იუნკერთა და ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭყონდიდელის და საყვირის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V, VII მიკრორაიონების (ნაწილობრივ) და ხიზანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

news
ავტ.: news სექტემბერი 8, 2015 16:52