დედაქალაქის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

news
ავტ.: news ივნისი 24, 2015 18:51

დედაქალაქის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

მნიშვნელოვანი

  • კომპანია "თელასის" ინფორმაციით დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო ხვალ თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვა სტატიები

კომპანია “თელასის” ინფორმაციით დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო ხვალ თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

ნაძალადევის რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ფეიქრების, შეშელიძის და წყალსადენის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე კი შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის IV, V კვარტლების და რომელაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონში 02:00 საათიდან 06:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ტაბახმელას, წავკისის და ოქროყანის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას V კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, ნუცუბიძის, მინდელის, შავგულიძის და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, სოფელი დიღმის, გელოვანის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ბუდაპეშტის და ტაშკენტის ქუჩების მაცხოვრებლებს. ასევე გეგმიური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გაგარინის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იაშვილის, ასათიანის, ქიქოძის, ამაღლების, ნაკაშიძის, ლარსის და პეტრიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, II კვარტლების, აღმაშენებლის ხეივნის და რობაქიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავლაბრის, ვახტანგ VI, წერეთლის, მესხიშვილის, ცუცქირიძის, ბაჩანას და ვარდისუბნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გულუას და გორგასლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

news
ავტ.: news ივნისი 24, 2015 18:51