
ამის შესახებ ინფორმაციას “რესპუბლიკური” საავადმყოფოს დირექტორი ადასტურებს.
მისი თქმით, დაჭრილი მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს და ის მანამდე გარდაიცვალა, ვიდრე ექიმები ოპერაციის გაკეთებას დაიწყებდნენ.
ბესიკ ხარძიანს 4 ტყვია ჰქონდა თავში და ფეხებში მოხვედრილი. ჯეჯერობით უცნობი პირი მას საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში შეჰყვა და ესროლა.
ადგილზე მუშაობს პოლიცია. თუმცა, ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.















