დაწყებითი საფეხურის საგნობრივი სტანდარტების გადამუშავება დასრულდა

news
ავტ.: news აგვისტო 14, 2015 10:20

დაწყებითი საფეხურის საგნობრივი სტანდარტების გადამუშავება დასრულდა

მნიშვნელოვანი

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტმა უკვე დაასრულა დაწყებითი საფეხურის, I-VI კლასების, საგნობრივი სტანდარტების გადამუშავება.

სხვა სტატიები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტმა უკვე დაასრულა დაწყებითი საფეხურის, I-VI კლასების, საგნობრივი სტანდარტების გადამუშავება.

დღეს სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტმა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების დაწყებითი საფეხურის განახლებული სტანდარტი წარმოადგინა.

დაწყებით საფეხურზე ბუნებისმეტყველების სტანდარტის რევიზიის მიზნით განხორციელდა შემდეგი აქტივობები:

შეხვედრები დაწყებითი საფეხურის ბუნებისმეტყველების მასწავლებლებთან, როგორც ზოგადი დაწყებითის, ასევე საგნის მასწავლებელებთან;

გაკვეთილზე ესგ-ს დანერგვის მონიტორინგი:

I. საკლასო პრაქტიკაზე დაკვირვება;
II. მოსწავლეთა შემაჯამებელი სამუშაოების ანალიზი;
III. მასწავლებელთა მიერ შევსებული კითხვარების ანალიზი.

სკოლების, მასწავლებელთა ასოციაციების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უნივერსიტეტებიგან მიღებული ეროვნული სასწავლო გეგმის შეფასებასთან დაკავშირებული რეკომენდაციებისა და შენიშვნების ანალიზი;

საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა ეროვნული სასწავლო გეგმების განვითარების ძირითადი ტენდენციების გამოსავლენად;

საერთაშორისო კვლევის – TIMSS-ის შედეგების ანალიზი; სასწავლო გეგმისა და TIMSS-ის შინაარსობრივი და კოგნიტური სფეროების შესაბამისობის დადგენა; მოქმედი სახელმძღვანელოების ანალიზი.

გამოვლენილი პრობლებემის გადაჭრის მიზნით განხორციელდა შემდეგი ცვლილებები:

ცალკე მიმართულებად გამოიყო „მეცნიერული კვლევა-ძიება“; შეიცვალა შინაარსის მიწოდების ფორმა: საკითხთა ჩამონათვალის ნაცვლად შინაარსი დაწერილია თხრობითი სახით და მოიცავს მოცემული შედეგის ფარგლებში მოსწავლის მიერ შესამეცნებელ ინფორმაციას; შემცირდა შედეგების რაოდენობა კლასების მიხედვით და შესაბამისად, ჯამური რაოდენობა საფეხურის ფარგლებში; მასწავლებლებისათვის დაემატა თითოეული შედეგის შესაბამისი სარეკომენდაციო აქტივობების ნიმუშები; მეტად გამოიკვეთა კავშირი მიმართულებებს შორის; დაიხვეწა და დაზუსტდა შედეგებისა და ინდიკატორების ფორმულირებები, შეძლებისდაგვარად გამარტივდა დოკუმენტის ენა; დაემატა ICT-ის გამოყენებაზე დაფუძნებული აქტივობების მოთხოვნა.

ახალი სტანდარტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების წარმომადგენლები.

news
ავტ.: news აგვისტო 14, 2015 10:20

Google სტატისტიკა


3,436
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics