“დაცვის მხარე რამდენიმე თვე ცრუობდა”- პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

news
ავტ.: news ივნისი 26, 2015 18:53

“დაცვის მხარე რამდენიმე თვე ცრუობდა”- პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

კაბელების საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნის გაგრძელებასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაცვის მხარის წარმომადგენლები რამდენიმე თვის განმავლობაში ცრუობდნენ.

“საქმის არსებითი განხილვისათვის გადაცემამ ცხადყო, რომ თვეების განმავლობაში დაცვის მხარის მიერ გაკეთებული განცხადებები ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებებისა და დანაშაულის არარსებობის თაობაზე იყო უსაფუძვლო. მსგავსი შინაარსის განცხადებები ემსახურებოდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და საგამოძიებო ორგანოს საქმიანობის დისკრედიტაციას. ბრალდების მხარემ დაასაბუთა, რომ თავდაცვის სამინისტრომ “სილქნეტისგან” შეისყიდა ქონება რეალურ ღირებულებაზე სამჯერ მეტ ფასად, მაშინ როდესაც სამინისტროს ბევრად ხელსაყრელი შეთავაზებები ჰქონდა მიღებული. მტკიცებულებებით დადასტურებული ფაქტია, რომ ბრალდებულების ქმედებით გაიფლანგა თანხა,” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

news
ავტ.: news ივნისი 26, 2015 18:53