“დასაკარგი დრო არ გვაქვს, მუშაობა სწრაფი ტემპით უნდა გაგრძელდეს”

news
ავტ.: news მაისი 4, 2015 12:21 განახლებულია

“დასაკარგი დრო არ გვაქვს, მუშაობა სწრაფი ტემპით უნდა გაგრძელდეს”

მნიშვნელოვანი

  • სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა ახალი მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი უწყებაში მივიდა. მას სამინისტროში ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი დახვდა.

სხვა სტატიები

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა ახალი მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი უწყებაში მივიდა. მას სამინისტროში ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი დახვდა.

როგორც ტარიელ ხეჩიკაშვილი აცხადებს, სამინისტროში საკადრო ცვილილებებს არ გეგმავს. მისი თქმით, უწყებაში ყველა ის ადამიანი დარჩება, ვინც ღირსეული და პროფესიონალია.

“უამრავი სპორტული ღონისძიებაა დაგეგმილი, ჩვენ დასაკარგი დრო არ გვაქვს და ის ტემპი, რომელიც იყო უნდა გაგრძელდეს. ჩემთვის მთავარია პროფესიონალიზმი, პატიოსნება და პატრიოტიზმი. ამ კრიტერიუმებით ყველა ადამიანი, ვინც საქმიანობს შეინარჩუნებს ადგილს. რა თქმა უნდა, იქნება ცვლილებები იმის მიხედვით თუ რა ახალი პროექტები იქნება, მაგრამ ძირითადი ბირთვი უნდა იყოს შენარჩუნებული, რადგან დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ბევრი ღირსეული და პროფესიონალი ადამიანი მუშაობას აქ”,-განაცხადა ხეჩიკაშვილმა

შეგახსენებთ, რომ სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა საკუთარი განცხადების საფუძველზე მინისტრის პოსტი 29 აპრილს დატოვა.

news
ავტ.: news მაისი 4, 2015 12:21 განახლებულია

Google სტატისტიკა


18,783
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics