„დარწმუნებული ვარ, ქართული მხარის მიერ მოძიებული ინფორმაცია ჰააგის მოსამართლეს მიეწოდება“

news
ავტ.: news ოქტომბერი 16, 2015 15:50 განახლებულია

„დარწმუნებული ვარ, ქართული მხარის მიერ მოძიებული ინფორმაცია ჰააგის მოსამართლეს მიეწოდება“

მნიშვნელოვანი

  • საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ ჰააგის საერთაშორისო სასამართლო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან აგვისტოს ომის შესახებ ინფორმაციის მოძიებას შეძლებს.

სხვა სტატიები

საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ ჰააგის საერთაშორისო სასამართლო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან აგვისტოს ომის შესახებ ინფორმაციის მოძიებას შეძლებს.

ეს განცხადება კვირიკაშვილმა ჰააგის სასამართლოში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი შესაძლო სამხედრო დანაშაულების გამოძიების შესახებ გააკეთა.
კვირიკაშვილის განცხადებით ყველა, მათ შორის, ეთნიკური წმენდის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანების, ასევე ადამიანთა წამების ფაქტები, რა თქმა უნდა გამოძიებული უნდა იყოს.
„საქართველოს მხარეს ძალიან ბევრი ფაქტი უკვე გამოძიებული აქვს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინფორმაცია მოსამართლეს მიეწოდება. რაც შეეხება, იმას, რომ ჩვენ არ გვაქვს ოკუპირებულ ზონებში შეღწევის საშუალება, სწორედ ამისთვისაა ჰააგის სასამართლო. დიდი იმედი მაქვს, მათ ექნებათ ამის საშუალება და ალბათ არსებული ინფორმაცია კიდევ უფრო გამდიდრდება“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, თუ როგორ შეიძლება გამოძიების პროცესში რუსეთის როლი გამოიკვეთოს, კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ აქ ორმაგი ინტერპრეტირების საშუალება არ არსებობს.
„2008 წელს მოხდა ერთმნიშვნელოვანი ოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის უგულვებელყოფა. ეს არის ერთმნიშვნელოვანი ფაქტი და ამ ფაქტის ორმაგი ინტერპრეტირება შეუძლებელია. მე არ მგონია იყოს რომელიმე ორგანიზაცია, რომელიც ამ ფაქტის ინტერპრეტირებას შეძლებდა. ჩვენ გვაქვს ფაქტი დღეს. ჩვენ გვყავს ამ რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებული პირები. საქართველო იქ ვერ ახორციელებს იურისდიქციას და გვაქვს ახალი სამხედრო ბაზები, როგორ შეიძლება ამის ინტერპრეტირება“, – აღნიშნა მინისტრმა.
news
ავტ.: news ოქტომბერი 16, 2015 15:50 განახლებულია

Google სტატისტიკა


14,306
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics