დანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულთა საკითხიც დაისვა

news
ავტ.: news აპრილი 14, 2015 13:57

დანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულთა საკითხიც დაისვა

მნიშვნელოვანი

  • "თავისუფალმა დემოკრატებმა" დანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საკითხი დააყენეს.

სხვა სტატიები

“თავისუფალმა დემოკრატებმა” დანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საკითხი დააყენეს.
ამის შესახებ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსი პეტრიაშვილმა განუცხადა. მისივე განმარტებით, საუბარი შეეხო პროკურატურის, შს სამინისტროსა და სასამართლო სისტემის რეფორმირების აუცილებლობასაც.
“მიუხედავად დროის სიმცირისა, გვქონდა ძალიან შინაარსიანი საუბარი, რომლის დროსაც, პირველ რიგში, დავაყენეთ საკითხი, რომელიც ეხება თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების უკანონო პატიმრობას. იმედი გამოვთქვით, რომ სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას. ასევე, ვისაუბრეთ მთავარი პროკურატურის ოფისის, შს სამინისტროსა და სასამართლოს რეფორმირების აუცილებლობაზე, საარჩევნო სისტემის რეფორმის მნიშვნელობაზეც და იმ საკითხებზე, რომელიც უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში მზარდ რუსულ პროპაგანდას, აგიტაციურ საქმიანობას. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ საფრთხეებს, რომელსაც ძირითადად წარმოქმნის და გენერირებს ჩვენი მთავარი აგრესორი რუსეთის ფედერაცია”, – აღნიშნა შეხვედრის შემდეგ ალექსი პეტრიაშვილმა.

news
ავტ.: news აპრილი 14, 2015 13:57