„დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ მოკლე ვადაში, რომ უსამართლობა არ ბატონობდეს საზოგადოებაში“

news
ავტ.: news თებერვალი 8, 2015 20:16

„დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ მოკლე ვადაში, რომ უსამართლობა არ ბატონობდეს საზოგადოებაში“

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასთვის ახალი ბრალის წაყენებას გამოეხმაურა

თეა წულუკიანის შეფასებით, გაჭიანურებული საქმეების გამოძიებას უარყოფით შედეგებამდე მივყავართ, ამიტომ დამნაშავეები დროულად უნდა დაისაჯონ.

მისივე თქმით, პოლიტიკურ დევნასა და შერჩევით სამართალზე საუბარი საქართველოში უნდა დასრულდეს.

„პოლიტიკურ დევნაზე და ვითომ შერჩევით სამართალზე საუბარი, ალბათ, საქართველოში უნდა დასრულდეს, იმიტომ რომ დროში გაჭიანურებამ იმ საქმეებისა, რომელიც უნდა ყოფილიყო თავის დროზე გამოძიებული ტრაგიკული შედეგი უკვე გვაჩვენა და ეს იყო ვაზაგაშვილის აფეთქება შვილის საფლავზე. ამიტომ, ის ვისაც ეკუთვნის პასუხისგება კანონით, პასუხი უნდა მიეგოს მოკლე ვადაში, იმისთვის, რომ არ იყოს ახალი მსხვერპლი და უსამართლობა არ ბატონობდეს საზოგადოებაში“,- განაცხადა თეა წულუკიანმა

გამოძიება თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას უწყების საიდუმლო ხარჯებში მითითებული 60 000 ლარის არამიზნობრივად ხარჯვას ედავება.

გამოძიება სისხლის სამართლის 182-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მითვისება-გაფლანგვას გულისხმობს და 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

news
ავტ.: news თებერვალი 8, 2015 20:16