დამასკო ,,კატიუშებით,, დაბომბეს

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე თებერვალი 6, 2015 10:48

დამასკო ,,კატიუშებით,, დაბომბეს

მნიშვნელოვანი

  • ასადის რეჟიმის მიერ კონტროლირებადი სირიის დედაქალაქი დამასკოს რამდენიმე უბანი, 5 თებერვალს დილით, ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა დაბომბეს. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ჯიხადისტებმა დამასკოს დასაბომბად ძველი რუსული ზალპური ცეცხლის დანადგარი ,,კატიუშა,, და ქვემეხები გამოიყენეს. სირიის რეჟიმის ოფიციალური წყაროების მიხედვით, დაბომბვისას 8 სამოქალაქო პირი დაიჭრა.

სხვა სტატიები

1291719576_1 ასადის რეჟიმის მიერ კონტროლირებადი სირიის დედაქალაქი დამასკოს რამდენიმე უბანი, 5 თებერვალს დილით, ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა დაბომბეს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჯიჰადისტებმა დამასკოს დასაბომბად ძველი რუსული, ზალპური ცეცხლის დანადგარი ,,კატიუშა,, და ქვემეხები გამოიყენეს. სირიის რეჟიმის ოფიციალური წყაროების მიხედვით, დაბომბვისას 8 სამოქალაქო პირი დაიჭრა. დედაქალაქში დაბომბვის შიშით, მთელი დღის განმავლობაში ოფისები და სასწავლო დაწესებულებები დაკეტილი იყო. ასადის ავიაციამ საპასუხო დარტყმები მოწინააღმდეგეთა მიმართ, რამდენიმე საათში განახორციელა დამასკოს აღმოსავლეთით მდებარე გუტას რეგიონში მდებარე ხუთ დასახლებულ პუნქტზე, სადაც 65 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაიჭრა. დაღუპულთა და დაჭრილთა შორის მრავლად არიან ქალები და ბავშვები.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე თებერვალი 6, 2015 10:48