დავით უსუფაშვილი სამუშაო ვიზიტით ნიუ-იორკს ეწვევა

news
ავტ.: news აგვისტო 30, 2015 13:38

დავით უსუფაშვილი სამუშაო ვიზიტით ნიუ-იორკს ეწვევა

პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი სამუშაო ვიზიტით ნიუ-იორკს ეწვევა. პარლამენტის ინფორმაციით, უსუფაშვილი 31 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით, გაერო-ს შტაბ-ბინაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) მიერ ორგანიზებული, პარლამენტის სპიკერების მე-4 მსოფლიო კონფერენცია გაიმართება.
აღნიშულ ფორუმში მონაწილეობას 140-მდე საპარლამენტო ლიდერი მიიღებს. კონფერენციის დღის წესრიგი ფოკუსირებული იქნება მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების საკითხებზე, რომლებიც საპარლამენტო ჭრილში განიხილება. პარლამენტის სპიკერთა მე-4 მსოფლიო კონფერენცია 31 აგვისტოს საპარლამენტთაშორისო კავშირის პრეზიდენტის, საბერ ჩოდერის, გაეროს გენერალური მდივნის, პან გი მუნისა და გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის, სემ ქუტესას მისასალმებელი სიტყვებით გაიხსნება.
1 სექტემბერს, მესამე პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.
ვიზიტის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს გამართავს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, ან ბრასორთან და ეუთოს საპარლამეტო ასამბლეის პრეზიდენტთან, ილკა კანერვასთან.
კონფერენციის მიმდინარეობისას, აგრეთვე, დაგეგმილია დავით უსუფაშვილის ორმხრივი შეხვედრები ევროპის, აფრიკის, აზიისა და ოკეანეთის ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებთან.
ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობას მიიღებს ვიეტნამის ეროვნული დღესასწაულის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაში, რომელიც გაეროს შტაბ-ბინაში 1 სექტემბერს გაიმართება.
საპარლამენტთაშორისო კავშირის პარლამენტის სპიკერების მე-4 მსოფლიო კონფერენციაზე სულ ხუთი პლენარული სხდომა გაიმართება. კონფერენიის ფარგლებში დაგეგმილია დეკლარაციის მიღება. აღნიშნული ფორუმი, უმაღლეს დონეზე, პარლამენტებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის უნიკალური ფორმატია. კონფერენცია ნაწილია იმ რიგი მაღალი დონის შეხვედრებისა, რომლებიც 2015 წლის სექტემბრის ბოლოს, გაეროს სამიტზე შეჯამდება, სადაც ახალი მდგრადი განვითარების მიზნების პროგრამა იქნება მიღებული.
პარლამენტის თავმჯდომარეების პირველი მსოფლიო კონფერენცია 2000 წელს ჩატარდა და ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აღნიშნულ ფორუმში მესამედ მიიღებს მონაწილეობას.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს, დაგეგმილია ასევე, დავით უსუფაშვილის ინტერვიუ “ამერიკის ხმის” ქართული ბიუროსთან.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ში სამუშაო ვიზიტს 3 სექტემბერს დაასრულებს.

news
ავტ.: news აგვისტო 30, 2015 13:38

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,232
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics