დავით უსუფაშვილი: როდესაც სასამართლოს სრული შემადგენლობა საავადმყოფოში მიდის უხერხულია

news
ავტ.: news სექტემბერი 17, 2015 17:30

დავით უსუფაშვილი: როდესაც სასამართლოს სრული შემადგენლობა საავადმყოფოში მიდის უხერხულია

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკა თავად სასამრთლომ, უმრავლესობამ და უმცირესობამ დაიმსახურა. დავით უსუფაშვილის თქმით, მოთხოვნის მიუხედავად საკანონმდებლო ორგანოს განაჩენის სრული ვერსია ჯერ არ მიუღია და იმედს გამოთქვამს, რომ სარეზოლუციო ნაწილი პარლამენტს დღის ბოლომდე გადაეგზავნება.

“მიუხედავად ჩემი მცდელობისა საქართველოს პარლამენტს მთავარ მოპასუხეს ჯერ კიდევ არ აქვს სრული გადაწყვეტილება სასამართლოსი. გამოცხადდა სარეზოლუციო ნაწილი, განმარტებები კეთდება, მაგრამ გადაწყვეტილება თავისი სამოტივაციო ნაწილით, დასაბუთებით, გვპირდებიან რომ დღეს საღამოს იქნება, ეს კიდევ ერთი ხარვეზია სასამართლო საქმიანობაში. ჩვენ გვინდა მოსამართლეები, რომლებიც ყველას და ყველაფერს უსმენენ, მაგრამ საკუთარი გონებისა და სინდისის კარნახით მოქმედებენ.

დღეს მესმის განცხადებები, რომ ამის გამო სახეზეა პროკურატურის კოლაფსი, უკაცრავად მეგობრებო, პარლამენტში თუ პარლამენტს გარეთ, პროკურატურა მოქმედი კანონის შესაბამისად მოქმედებდა, როდესაც გადაწყვეტილებას იღებდნენ, ის სასამართლოები მოქმედებდნენ მოქმედი კანონის შესაბამისად, მაგრამ თითების გაშვერა ვისი კოლაფსია, კოლაფსი იმისია, ვინც დღემდე ხმა არ ამოიღო, ჩემით დაწყებული და ოპოზიციონერებით დამთავრებული, ვისაც ჰქონდა საკანონმდებლო ინიციატივა. იმედი მაქვს, რომ ეს გაკვეთილი იქნება, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში განვითარდა აღარ ვიხილოთ, არ ვიხილოთ ასევე, როდესაც სასამართლოს სრული შემადგენლობა საავადმყოფოში მიდის უხერხულია,”-განაცხადა უსუფაშვილმა.

news
ავტ.: news სექტემბერი 17, 2015 17:30

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,981
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics