დავით უსუფაშვილი: მსოფლიო არ სცნობს დამოუკიდებელ ოსეთს და აფხაზეთს

news
ავტ.: news ივლისი 20, 2015 20:32

დავით უსუფაშვილი: მსოფლიო არ სცნობს დამოუკიდებელ ოსეთს და აფხაზეთს

უნდა ვიყოთ ძალიან გონიერები, არ წამოვეგოთ რუსეთის არანაირ პროვოკაციას და შევინარჩუნოთ მსოფლიო მხარდაჭერა, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ , დავით უსუფაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწორედ ასეთ შემთხვევაში ოკუპაცია და ყველა სხვა პრობლემა დროებითია.
დონალდ ტუსკთან შეხვედრის დასრულების შემდეგ უსუფაშვილმა საოკუპაციო ხაზთან ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ტუსკის საქართველოში ჩამოსვლა გარკვეულწილად სიმბოლური და ძალიან მნიშვნელოვანი პასუხია ამ მოვლენებზე.
“დონალდ ტუსკის საქართველოში ვიზიტი დაგეგმილი იყო ერთი კვირის წინ, მაგრამ მან ჩამოსვლა ვერ შეძლო იმ დიდი კრიზისის გამო, რომელიც ევროპას საბერძნეთთან დაკავშირებული მოვლენების გამო ემუქრებოდა. იმის მიუხედავად, რომ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ გრძელდება და ძალიან ბევრია სამუშაო, ბატონმა ტუსკმა საქართველოში ორი დღით ჩამოსვლა შეძლო. ეს არის იმის სერიოზული ხაზგასმა, რომ მართალია საქართველო ევროზონის და ევროკავშირის წევრი არ არის, მაგრამ საქართველო უკვე არის ევროკავშირთან ასოცირებული და ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირი საჭიროდ თვლის ამ დაძაბულ დღეებში საქართველოში ორი დღე დაჰყოს. მისი ჩამოსვლა გარკვეულწილად სიმბოლური და ძალიან მნიშვნელოვანი პასუხია იმ მოვლენებზე, რაც ბოლო დღეებში ცხინვალის რეგიონში განვითარდა, საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ის ხვალ ამ ადგილს თავად ესტუმრება და იქნება კიდევ ერთი ხაზგსმა იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი მსოფლიოს მიერ არის აღიარებული და ყველა ის პრობლემა, რაც ჩვენ გვაქვს, არის დროებითი მოვლენა. მსოფლიო არ სცნობს დამოუკიდებელ ოსეთს და აფხაზეთს, მსოფლიო არ სცნობს რუსეთის ექსკლუზიურ უფლებებს ამ ტერიტორიებზე. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან გონიერები ამ ვითარებაში, რათა რუსეთის არანაირ პროვოკაციას არ წამოვეგოთ და შევინარჩუნოთ მსოფლიო მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ გვაქვს. ასეთ შემთხვევაში ოკუპაცია და ყველა სხვა პრობლემა დროებითია. სხვა შემთხვევაში, თუ ჩვენ მსოფლიო ვერ ავიყოლიეთ და რაიმე სხვა მოვლენებს ექნება ადგილი, მაშინ შეიძლება გრძელვადიან პრობლემებთან გვქონდეს საქმე. ბატონი ტუსკის ვიზიტი არის ამაზე ხაზგასმა”, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.

news
ავტ.: news ივლისი 20, 2015 20:32

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics