დავით უსუფაშვილი მთავრობის ადმინისტრაციისგან დეპუტატების მინისტრებად დანიშვნაზე ბრძანებებს ელოდება

news
ავტ.: news მაისი 1, 2015 14:57

დავით უსუფაშვილი მთავრობის ადმინისტრაციისგან დეპუტატების მინისტრებად დანიშვნაზე ბრძანებებს ელოდება

გიგლა აგულაშვილსა და თინა ხიდაშელს სადეპუტატო უფლებამოსილებას უახლოეს პლენარულ სხდომაზე შეუწყვეტენ. სწორედ ამის შემდეგ დადგება პარლამენტის დღის წესრიგში მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი.
ამ დროისთვის ცნობილი არ არის, თუ როდის ჩატარდება პლენარული სხდომა – მომდევნო კვირას, რიგგარეშე სესიის ფორმატში, თუ შემდგომ სასესიო კვირას. პარლამენტი უახლოესი შვიდი დღის განმავლობაში პრეზიდენტისგან პრემიერის მიერ წარდგენილი მთავრობის შემადგენლობის ელოდება.
“დანიშნული მინისტრები არის სრულფასოვანი მინისტრები, სრულფასოვანი მინისტრები საკუთარი საქმიანობის განსახორციელებლად. ისინი არიან მთავრობის წევრები და შეუდგებიან საქმიანობას. მთავრობა თავის თავად არის ფუნქციონირებადი და მუშაობს. მე ვესაუბრე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, გამოაგზავნოს სათანადო აქტები, ბრძანებები მინისტრებად დანიშვნის თაობაზე. ჩვენ ამ აქტებს საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გადავცემთ, რომელიც მოამზადებს საკითხს პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე გამოსატანად”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე.

news
ავტ.: news მაისი 1, 2015 14:57