დავით უსუფაშვილი: ვისურვებდი, რომ საქმეებზე დაგვეხარჯა მეტი დრო

news
: news იანვარი 17, 2015 11:43

დავით უსუფაშვილი: ვისურვებდი, რომ საქმეებზე დაგვეხარჯა მეტი დრო

გაცილებით მეტად მნიშვნელოვანი საკითხებია გადასაწყვეტი და ყურადღებას ასეთ საკითხებს დავუთმობდი, ვიდრე იმას ვისი სად ყოფნა მომწონს ან არ მომწონს, – აღნიშნული განცხადება “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში პარლამენტის თავმჯდომარემ, “თავისუფალი დემოკრატების” საპარლამენტო პოსტებიდან გადაყენების თაობაზე უმრავლესობის ლიდერის განცხადების კომენტირებისას გააკეთა.
დავით უსუფაშვილი კოლეგებს მიმართავს, მსგავს საკითხებზე ღიად პოზიცია მას შემდეგ გამოიტანონ, რაც ის გუნდში განხილვის საგანი იქნება.
“ეს ასე სალაპარაკო თემა არ არის. დღევანდელი პარლამენტი ძალიან საინტერესოა თავისი კომპოზიციით – არიან ადამიანები, რომლებიც ჯერ სხვა გზით შემოვიდნენ პარლამენტში და ახლა ოპოზიციაში არიან და არის ხალხი, რომელიც ჯერ უმრავლესობაში იყო და შემდეგ ოპოზიციაში გადავიდა. პარლამენტში გვაქვს მუშაობის წესები და ტრადიციები. სრულიად განსხვავებულია ვიცე-სპიკერებთან დაკავშირებული ვითარება და ვითარება კომიტეტის თავმჯდომარეებთან დაკავშირებით. ვიცე-სპიკერის პოსტები პოლიტიკურ ჯგუფებს შორის და ტერიტორტიულ ორგანოებს შორის ნაწილდება. რაც შეეხება კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას, ის არავის კვოტა არ არის. კომიტეტის თავმჯდომარე არჩეულია პროფესიული ნიშნით. კომიტეტის თავმჯდომარეები მმართველი კოალიციის წარმომადგენლები არიან ხოლმე და ზოგიერთ ქვეყანაში კომიტეტის თავმჯდომარეობა კონსტიტიციით და კანონით ოპოზიციას ერგება ხოლმე”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ამ თვალსაზრისით გადაწყვეტილება მისაღებია იმ პრინციპით, თუ ვინ ვერ აკეთებს საქმეს.
“პოლიტიკური ნიშნით “ნაციონალურმა მოძრაობამ” იგივე დავით საგანელიძე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეობიდან გადააყენა, როცა ის კოალიციას შეუერთდა. მანამდე “ნაციონალური მოძრაობისთვის” ის ამ თანადებობაზე მისაღები იყო. ჩვენ ვამბობთ, რომ უკეთესი ვართ. ვისურვებდი, რომ საქმეებზე დაგვეხარჯა მეტი დრო”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

news
: news იანვარი 17, 2015 11:43

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


13,393
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics