დავით სერგეენკო ოპონენტებს ჯანდაცვის დაგეგმარების საფუძვლების წაკითხვას ურჩევს

news
ავტ.: news აგვისტო 19, 2015 13:34

დავით სერგეენკო ოპონენტებს ჯანდაცვის დაგეგმარების საფუძვლების წაკითხვას ურჩევს

მნიშვნელოვანი

  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ოპონენტების ბრალდებები ჯანდაცვის პროგრამებთან დაკავშირებით, არაადეკვატურია.

სხვა სტატიები

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ოპონენტების ბრალდებები ჯანდაცვის პროგრამებთან დაკავშირებით, არაადეკვატურია.

როგორც მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ყოველი ახალი პროგრამის წამოწყებას თან უსამართლო კრიტიკა უძღვის, რაც მოსაბეზრებელი ხდება.

“შორს ვარ რეტროსპექტიული კრიტიკისგან, მითუმეტეს ირონიზირებისგან, მაგრამ მეორეს მხრივ, ეს აპოკალიფსები გარკვეულწილად მოსაბეზრებელი ხდება, რადგან 2013 წელს როცა ვიწყებდით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, ისტერიკამდე მისული კრიტიკა იყო, რომ ვერ შევძლებდით ამის გაკეთებას. რეალურად შევძელით. ამის მერე იყო ისტერიკა, რომ ეს დააქცევდა ეკონომიკას. ჩემი არ სჯერათ ამ ექსპერტებს, მაგრამ მსოფლიო ბანკი ჩამოვიდა, ჩაატარა და ივნისში გააცნო მთელ საზოგადოებას, რომ საყოველთაო ჯანდაცვამ არამცთუ დაანგრია ეკონომიკა, არამედ ესაა პირდაპირი ინვესტიცია ეკონომიკაში. რაც შეეხება პირველად ჯანდაცვას, რომ ამისთვის ფული არ გვეყოფა, არ ვიცი რამდენად იციან, მაგრამ პირველად ჯანდაცვაზე აქცენტირება არის სწორედ თანხების რაციონალური გამოყენება, რომლის უძვირესი მკურნალობა, რაც სჭირდება დაგვიანებულ მკურნალობას, იყოს მინიმუმამდე დაყვანილი და აქცენტი გაკეთდეს თანხის გადამისამართებაზე პირველად ჯანდაცვაზე. ეს უკვე გამოწვევაა და წლები სჭირდება ამ რეფორმის ჩატარებას. “C ჰეპატიტზეც” იგივეს ვისმენდით. მერე როცა დარწმუნდნენ, რომ დავიწყეთ ეს ყველაფერი, მერე თქვეს, ექსპერიმენტული წამალიაო. წიგნი წაიკითხონ საფუძვლები ჯანდაცვის დაგეგმარების, ჩემი მეგობრული რჩევაა”, – განაცხადა მინისტრმა

news
ავტ.: news აგვისტო 19, 2015 13:34