დავით სერგეენკო: მთავრობის სხდომის ჩატარებას აქვს გაწერილი პროტოკოლი

news
ავტ.: news თებერვალი 23, 2015 10:36

დავით სერგეენკო: მთავრობის სხდომის ჩატარებას აქვს გაწერილი პროტოკოლი

“მთავრობის სხდომის ჩატარებას აქვს თავისი ცალსახად გაწერილი პროტოკოლი, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში დაცული უნდა იყოს,” – ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გააკეთა.

სერგეენკოს თქმით, მთავრობის ადმინისტრაციიის იურისტები დეტალურად განუმარტავდნენ დეპუტატებს პროტოკლის შინაარსს.

რაც შეეხება ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გზებს, დავით სერგეეენკომ აღნიშნა, რომ კვირის განმავლობაში დეტალურად გაიწერება მოქმედების გეგმა, რომელიც სამინისტროების “სახემლმძღვანელო” გახდება და მისი უწყებაც, შესაბამისად, მოიქცევა.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ორი დეპუტატი, სერგო რატიანი და ზურაბ ჯაფარიძე სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ, თუმცა მათ ამის საშუალება მთავრობის საპარლამენტო მდივანმა არ მისცა. შალვა თადუმაძემ დეპუტატებს განუმარტა, რომ მათ მთავრობის სხდომაზე დასწრებას კანონმდებლობა უკრძალავდა.

news
ავტ.: news თებერვალი 23, 2015 10:36