დავით სერგეენკო: დღეს ეპიდემიის კერა ან საშიშროება თბილისში არ არსებობს, თუმცა არსებობს ინფექციის გადაცემის გარკვეული რისკი

news
ავტ.: news ივნისი 20, 2015 12:41

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ეპიდემიის კერა ან საშიშროება თბილისში არ არსებობს, თუმცა არსებობს ინფექციის გადაცემის გარკვეული რისკი. რაც შეეხება იმას, როგორ უნდა დაიცვან თავი, მინისტრის თქმით, ამაზეც ისინი ახსნა-განმარატებას იღებენ, როგორიცაა დახურული ტანსაცმელი, პირბადის გამოყენება და ა.შ. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, ინფექციების რისკი სწორედ ამით შემოიფარგლება.

“ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ დღეს ეპიდემიის კერა ან საშიშროება თბილისში არ არსებობს, თუმცა არსებობს ინფექციის გადაცემის გარკვეული რისკი. ინფექციების გავრცელების რისკი არანაირი სახით არ არის დაკავშირებული იმ ცხოველების გვამებთან, რომლებიც მეწყერში არიან მოთავსებულები. ეს თავისთავად არ წარმოადგენს რისკფაქტორს. რისკფაქტორს წარმოდგენს ის, რომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიწასთან, ტალახთან მუშაობა, შესაძლოა, პოტენციურად იყოს ტეტანუსის რისკის მატარებელი. ამაზე ჩვენ დეტალურ ინსტრუქტაჟს ვუტარებთ არა მარტო მოხალისეებს, არამედ უკლებლივ ყველას. უტარდებათ შესაბამისი აცრები, ვაქცინაცია. პოტენციური რისკი იქნებოდა იმ შემთხვევაში თუ წყალსადენი დაზიანდებოდა და მასში გარემოს დაბინძურებული წყლები მოხვდებოდა. საბედნიეროდ, ასეთი შემთხვევები არ აღინიშნება. ქალაქის ონკანის სასმელი წყალი არის უსაფრთხო. ერთადერთი გამონაკლისია უშუალოდ დაზიანებული ადგილები, სადაც მილსადენის დაბოლოების შესწავლა შეუძლებელია, ამიტომ ჩვენ ყველას ვთხოვთ, რომ იმ ადგილებში, სადაც გაწმენდითი სამუშაოები მიდის, სასმელად ონკანის წყალი არ გამოიყენონ. უშუალოდ იმ არეალებში, სადაც მუშაობენ მაშველები, მოხალისეები მათ არ არის სასურველი, რომ გამოიყენონ ონკანის, ან სასმელი შადრევნის წყალი. სჯობს ბოთლის წყალი დალიონ. რაც შეეხება მოსახლეობას იმ არეალის ირგვლივ მოსაზღვრე რაიონებში, არანაირი საფრთხე არ არის. ჩვენ გვაქვს კარგი კომუნიკაცია თბილისის წყალსადენთან და ისინი ყოველდღიურად რამდენჯერმე იღებენ სინჯებს. დადასტურებულად სასმელი წყალი უხიფათოა დასალევად”, – განაცხადა სერგეენკომ.

news
ავტ.: news ივნისი 20, 2015 12:41

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


16,743
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics