დავით საგანელიძე სამართალდამცველებს ანდრო ბარნოვის პასუხისმგებლობის დაყენებას სთხოვს

news
: news ივლისი 16, 2015 21:43

დავით საგანელიძე სამართალდამცველებს ანდრო ბარნოვის პასუხისმგებლობის დაყენებას სთხოვს

მნიშვნელოვანი

  • დეპუტატის თქმით, ანდრო ბარნოვმა ახალგორის რაიონში ხელისუფლებასა და სამართალდამცველებს შეურაცხყოფა მიაყენა.

სხვა სტატიები

დეპუტატის თქმით, ანდრო ბარნოვმა ახალგორის რაიონში ხელისუფლებასა და სამართალდამცველებს შეურაცხყოფა მიაყენა.

მისი თქმით, აღნიშნულით სამართალდამცველები უნდა დაინტერესდნენ და ბარნოვს პასუხი უნდა აგებინონ.
„დღეს ვნახე საინფორმაციო გამოშვებებში ანდრო ბარნოვის ტაკიმასახრაობა, მისი უზრდელობა და თავხედობა. წლების განმავლობაში ვიყავი ოპოზიციაში, მაგრამ არასოდეს მიმიცია თავისთვის უფლება, რომ ასეთი შეურაცხყოფები ვიმეს მიმართ მეთქვა. ბარნოვი არის პირი, რომელიც წლების განმავლობაში ქვეყნის ნგრევას ხელს უწყობდა და რა უბედურებაც სამაჩაბლოში მოხდა, ამაში ერთერთი თავი ეს პიროვნება იყო მიშინ. მინდა შსს-ს წარმომადგენლებს ვუთხრა, ასეთი სიტყვებით ვინმე ქუჩაში რომ ილანძღებოდეს, ის უნდა დააკვო და იქ წაიყვანო, სადაც წასაყვანია და პასუხი მოსთხოვო. ვინაა ბარნოვი რომ ხელისუფლების პირველ პირებზე საუბრობს. მოვითხოვ, შსს-ს შესაბამის უწყებებს მოთხოვონ ამ ადამიანს პასუხი, იმაზე, რომ მან ასე ღიად და საჯაროდ ქვეყნის პირველ პირებს შეურაცხყოფა მიაყენა“, – განაცხადა საგანელიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში ანდრო ბარნოვი იმყოფებოდა. ბარნოვსა და პოლიციელს შორის შეკამათება მოხდა. ბარნოვი პოლიციელს უმოქმედობაში ადანაშაულებდა.

 

news
: news ივლისი 16, 2015 21:43

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,163
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics