დავით საგანელიძე: ზოგიერთ დეპუტატს ახლა გაახსენდა, რომ თავის დროზე ნიკა გილაურისთვის მიღებული კანონი გადასახედია

news
ავტ.: news სექტემბერი 29, 2015 15:08

დავით საგანელიძე: ზოგიერთ დეპუტატს ახლა გაახსენდა, რომ თავის დროზე ნიკა გილაურისთვის მიღებული კანონი გადასახედია

პარლამენტმა უნდა მიიღოს ის, რომ ქვეყანაში ერთიანი სახელფასო ბადე არსებობდეს და არა ის, რაც აკაკი ბობოხიძეს გაახსენდება , – ასე ეხმაურება პარლამენტიდან საპარტნიორო ფონდში გადასული დავით საგანელიძე დეპუტატ აკაკი ბობოხიძის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც საპარტნიორო ფონდის წარმომადგენელთა ხელფასებზე ზღვარის დაწესებას ითვალისწინებს.

“ძალიან კარგია, რომ ზოგიერთ დეპუტატს ახლა გაახსენდა, რომ თავის დროზე ნიკა გილაურისთვის მიღებული კანონი გადასახედია. ეს ახლა კი არ უნდა გაეკეთებინათ, როცა მე ამ თემაზე განცხადებები უკვე გავაკეთე – თითქოს, აკაკი ბობოხიძე რომ იტყვის, მის ჭკუაზე წავალ… რაც კანონი იქნება, იმას შეასრულებს ყველა. რაც შეეხება მორალსა და ზნეობას, ამას ვერც ბობოხიძე მასწავლის, ვერც გოგორიშვილი და ვერც მათი მეგობრები. მე გავაკეთე განცხადება, რომ ყველა ხელფასი, ყველა ანაზღაურება ზნეობრივად სწორი უნდა იყოს, უნდა არსებობდეს სამართლიანობა და ამას აუცილებლად გავასწორებ, სადაც ვიქნები და როგორც ვიქნები. ამის მერე ნუ წამოხტებიან და ნუ გაახსენდებათ ის, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა და რაც თვითონ მიიღეს”, – განაცხადა საგანელიძემ აკაკი ბიბოხიძის საკანონმდებლო ინიციატივის კომენტირებისას.

პარლამენტში ბობოხიძის ავტორობით ინიცირებულია პროექტი, რომლის მიხედვით, საპარტნიორო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა შრომითი ანაზღაურება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთს არ უნდა აღემატებოდეს.
“საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების შესახებ” კანონით, სასამართლოს თავმჯდომარის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 7 000 ლარს შეადგენს.

news
ავტ.: news სექტემბერი 29, 2015 15:08

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,333
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics