
ნაციონალურ მოძრაობას გეგი ნიჟარაძესთან კითხვები ამ სამსახურში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით აქვს. მათ შორის თანამშრომლებზე ზემოქმედებასა და კორუფციულ სქემაზე.
„ეს არის ერთი პოლიტიკური ძალის მოთხოვნა, რომლის სიტყვასაც ქვეყანაში, პრაქტიკულად, ფასი არა აქვს,“ – ეს განცხადება თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გეგი ნიჟარაძის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნაზე ფრქაციის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.
ნარმანია აცხადებს, რომ მან არ იცის, რატომ უნდა დადგეს ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი.


















