დავით ნარმანია: მერიაში საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 14, 2015 07:01

დავით ნარმანია: მერიაში საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართება

დავით ნარმანია თბილისის დატბორილ ქუჩებშითბილისი მერმა დავით ნარმანიამ სტიქიის ზონის დათვალიერება დღეს დილით ესტაკადის მიმდებარე ტერიტორიდან განაახლა. თბილისი მერმა უკვე გასცა დედაქალაქის სტიქიის დასუფთავების ბრძანებულება. შესაბამისი სამუშაოები უკვე დაიწყო სააკიძის მოედნიდან.
როგორც თბილისის მერემა ,,თაიმერთან“ საუბარში განაცხადა თბილისის მერიაში საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართება და სტიქიით გამოწვეული ზარალის დათვლა მოხდება.

„პრემიერს შევხვდით, დავალებები გაცემულია შესაბამის უწყებებზე, მათ შორის თბილისის მერიაზე. საგანგებო შტაბის სხდომა გვექნება მერიის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რათა დავითვალოთ როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი. სამწუხაროდ, არის მსხვერპლი. დადასტურდა 3 ადამიანის გარდაცვალების ფაქტი, დაკარგულების შესახებ დგინდება მონაცემები. ყველა სამინისტრო საგანგებო რეჟიმში მუშაობს“, – განაცხადა ნარმანიამ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 14, 2015 07:01

Google სტატისტიკა


18,783
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics