დავით ნარმანია: ეს არის ძალიან შემზარავი ფაქტი

news
ავტ.: news იანვარი 21, 2015 12:09

დავით ნარმანია: ეს არის ძალიან შემზარავი ფაქტი

თბილისის მერმა იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების გამო მის ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა. თბილისის მთავრობის სხდომა დავით ნარმანიამ სწორედ ამ ტრაგედიაზე საუბრით დაიწყო.

„ეს არის ძალიან შემზარავი ფაქტი. მე მინდა სამძიმარი ვუთხრა მის ოჯახს, მის ახლობლებს, და ყველა იმ ადამიანს, რომელსაც გული შესტკიოდა მასზე და მის ოჯახზე და თბილისის მერიის სახელით მინდა ღრმა მწუხარება შევუთვალო,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ 2004 წელს თბილისის კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი გუშინ, მისი შვილის საფლავზე აფეთქდა.

ოჯახს უკვე მიუსამძიმრეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის სხვა წევრებმა.

news
ავტ.: news იანვარი 21, 2015 12:09

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics