დავით ნარმანიას საქმიანობას, გამოკითხულთა 56% დადებითად აფასებს

news
ავტ.: news ოქტომბერი 12, 2015 11:57

დავით ნარმანიას საქმიანობას, გამოკითხულთა 56% დადებითად აფასებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევების თანახმად, თბილისის მერის დავით ნარმანიას საქმიანობას, გამოკითხულთ ნახევარზე მეტი დადებითად აფასებს.

კითხვაზე, როგორც შეაფასებდით მერის საქმიანობას, 12% მიიჩნევს, რომ კარგად. 44% – საშუალოდ, 36% – ცუდად და კითხვაზე არ ვიცი პასუხი აქვს 7%-ს.

აღსანიშნავია, რომ კითხვაზე, როგორ აფასებთ საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ალიბეგაშვილის საქმიანობას, გამოკითხულთა 34% პასუხობს, რომ მის შესახებ არაფერი სმენია, 15% ცუდად აფასებს საკრებულოს თავმჯდომარის საქმიანობას, 20% – საშუალოდ, 4% კი – კარგად.

NDI კვლევის შედეგებს სასტუმრო „რუმს ჰოტელში“ წარადგენს. კვლევა „საზოგადოების განწყობა საქართველოში“ 8 აგვისტო-10 სექტემბრის პერიოდს მოიცავს. გამოკითხულია 4 448 ადამიანი. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი კი პლიუს-მინუს 3%-ია.

news
ავტ.: news ოქტომბერი 12, 2015 11:57