დავით ნარმანიას თქმით, ის პოსტის დატოვებას და გადადგომას არ აპირებს

news
ავტ.: news ოქტომბერი 7, 2015 17:41

დავით ნარმანიას თქმით, ის პოსტის დატოვებას და გადადგომას არ აპირებს

დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას თქმით, ის პოსტის დატოვებას და გადადგომას არ აპირებს. რაც შეეხება თბილისის მერიაში შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, დავით ნარმანია “ხელოვნურად აწეულ აჟიოტაჟს” უწოდებს.
“დედაქალაქის მერს ირჩევს ხალი, შესაბამისად, ოპოზიციური ძალის გადასწყვეტი არ არის მერის გადადგომასთან დაკავშირებული საკითხები. ამ საკითხზე მათი მხრიდან რაიმე სახის კომენტარის გაკეთება უსაფუძვლოა”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
ქალაქის მერმა გუშინ გავრცელებული ინფორმაციაც უარყო, რომელიც შეეხებოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან მის კონსულტაციებს.
“გუშინ როცა ეს დეზინფორმაცია გავრცელდა, მე ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმში ვიმყოფებოდი და იმ შეხვედრებს ვაგრძელებდი და იმ სამუშაო გარემოში ვიყავი, რასაც ყოველდღიურად გვიან ღამემდე ვეწევი. ასე რომ, არსებითი ცვლილებები არ იგეგმება და თბილისის მთავრობა განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას”, – აღნიშნა ნარმანიამ.
მისივე თქმით, თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელებთან რაიმე ტიპის პრეტენზიები არ გააჩნია და მათ საკმაოდ აქტიური სამუშაოები გაატარეს, რაც თბილისში მომხდარ 13 ივნისის სტიქიის დროსაც გამოჩნდა.

news
ავტ.: news ოქტომბერი 7, 2015 17:41

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,111
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics