დავით ნარმანიამ სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელს ოპერტიულობის გაზრდა დაავალა

news
ავტ.: news თებერვალი 18, 2015 11:59

დავით ნარმანიამ სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელს ოპერტიულობის გაზრდა დაავალა

მნიშვნელოვანი

  • თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელს დაავალა, ყველაფერი გააკეთოს გამოძახებაზე ოპერატიულად გასვლისთვის.

სხვა სტატიები

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელს დაავალა, ყველაფერი გააკეთოს გამოძახებაზე ოპერატიულად გასვლისთვის. როგორც ნარმანიამ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია სისტემის დეტალური შესწავლა, რათა დადგინდეს, თუ სად არის ის ჩავარდნები, რაც ცალკეულ შემთხვევებში, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანების გამოძახებაზე დაგვიანებას იწვევს.
“ეს უნდა გამოსწორდეს, არის ცალკეული ობიექტური ხელისშემშლელი ფაქტორები, რაც ეხება მათ შორის პიკის საათებში საცობებს, სხვა ფაქტორები, რაც დამატებით არის ხელისშემშლელი, უნდა იქნეს შესწავლილი და აღმოფხვრილი”, – განაცხადა ნარმანიამ.
მან მენეჯმენტთან დაკავშირებულ საკითხზეც ისაუბრა.
“ესპანეთში ვიყავი ვიზიტით, სადაც გავეცანი სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის მუშაობის სპეციფიკას, ძალიან საინტერესო იყო გამოძახებაზე მისვლის ოპერატიულობა. ჩვენთან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სისტემაში ახალი ხელმძღვანელი დაინიშნა, დავამატეთ ავტომობილები, პერსონალის მოტივაცია გავზარდეთ და გაიზარდა მათი ანაზღაურება. ახლა უკვე მენეჯმენტის საკითხია, სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ახალ ხელმძღვანელს დავავალე, ყველაფერი გააკეთოს გამოძახების ოპერატიულობის გაზრდისთვის, – განაცხადა ნარმანიამ.

news
ავტ.: news თებერვალი 18, 2015 11:59

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,373
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics