დავით კერესელიძე – ბერძენი ხალხის ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ

news
ავტ.: news ივლისი 6, 2015 10:56

დავით კერესელიძე – ბერძენი ხალხის ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ

მნიშვნელოვანი

  • საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის დავით კერესელიძის განცხადებით, საბერძნეთში გუშინ ჩატარებული რეფერენდუმი მოსახლეობის არჩევანია და ჩვენ მას პატივი უნდა ვცეთ.

სხვა სტატიები

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის დავით კერესელიძის განცხადებით, საბერძნეთში გუშინ ჩატარებული რეფერენდუმი მოსახლეობის არჩევანია და ჩვენ მას პატივი უნდა ვცეთ.
ამის შესახებ დავით კერესელიძემ ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც საბერძნეთში გუშინ ჩატარებულ რეფერენდუმს გამოეხმაურა. მისივე თქმით, რაც არ უნდა რთული იყოს მდგომარეობა, საბერძნეთი არის საქართველოს მეგობარი, პარტნიორი, ერთმორწმუნე ქვეყანა და ამ ხალხის ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ.
“რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ურთიერთობას საბერძნეთის სახელმწიფოსთან. ეს არაფერს არ უშლის ხელს, რაც არ უნდა მთავრობა მოვიდეს იქ, რადგან ურთიერთობის გაგრძელება ორივე ქვეყნის ინტერესებშია. ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ეს რთული სიტუაცია რაც შეიძლება მალე განიმუხტოს და ეს ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს”, – განაცხადა დავით კერესელიძემ.
საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, გუშინდელ რეფერენდუმში მონაწილეთა 61,3 პროცენტი წინააღმდეგია, საბერძნეთმა კრედიტორების მოთხოვნა შეასრულოს, 38,7 პროცენტი კი, ამ მოთხოვნების შესრულების მომხრეა.

news
ავტ.: news ივლისი 6, 2015 10:56

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


15,060
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics