დავით თევზაძე პოლიტიკაში ბრუნდება – ყოფილი მინისტრის სკანდალური განცხადება

დავით თევზაძე პოლიტიკაში ბრუდნება. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ამის შესახებ დღეს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

თევზაძის განმარტებით, ოქტომბერში საზოგადოება მის თანამოაზრეებსაც გაიცნობს. სწორედ ამ დროისთვის თავდაცვის ყოფილი მინისტრი გაერთიანების ყრილობის გამართვას გეგმავს.

“სახელმწიფოში დღეს რომ რამე საგანგებო სიტუაცია შეიქმნას, არ არის ადამიანი რომელსაც შეუძლია ადგილზე მიიღოს სერიოზული გადაწყვეტილება. შეიქმნება პოლიტიკური გაერთიანება, რომელსაც მე ვუხელმძღვანელებ,” – განაცხადა დავით თევზაძემ.

ვირუსის ბლოკატორები