დავით ბაქრაძის ინფორმაციით, ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტისას ბევრ მნიშვნელოვან დოკუმენტს მოაწერენ ხელს

news
ავტ.: news აპრილი 22, 2015 14:40 განახლებულია

დავით ბაქრაძის ინფორმაციით, ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტისას ბევრ მნიშვნელოვან დოკუმენტს მოაწერენ ხელს

მნიშვნელოვანი

  • ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის ინფორმაციით, ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტისას ხელი მოეწერება ბევრ მნიშვნელოვან დოკუმენტს.

სხვა სტატიები

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის ინფორმაციით, ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტისას ხელი მოეწერება ბევრ მნიშვნელოვან დოკუმენტს.
როგორც დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, ეს არის პირველი ასეთი მაღალი დონის ვიზიტი ორ ქვეყანას შორის.
“ბელორუსი არის აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფო. მალე ველოდებით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს. რა თქმა უნდა, ჩართულობის ხარისხი, ინტეგრაციის ხარისხია განსხვავებული სხვადასხვა სახელმწიფოებში, მაგრამ სამეზობლო პოლიტიკის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ჩვენ ზოგ საკითხებში საერთო გამოწვევები და საერთო მისწრაფებები გვაქვს”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოს დღეს ორდღიანი ვიზიტით ეწვევა.

news
ავტ.: news აპრილი 22, 2015 14:40 განახლებულია

Google სტატისტიკა


7,939
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics