დავით ბაქრაძე – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი საზოგადოებას არ უნდა ახსოვდეს პოლიტიკური ბატალიების მონაწილედ

news
: news იანვარი 22, 2015 20:32

დავით ბაქრაძე – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი საზოგადოებას არ უნდა ახსოვდეს პოლიტიკური ბატალიების მონაწილედ

მნიშვნელოვანი

  • საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს არ დაუკონკრეტებია ის, თუ ვინ წარმოუდგენია "ნაციონალურ მოძრაობას" უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარედ.

სხვა სტატიები

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო უმრავლეობის ლიდერის შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს ხვდება. საუბრის თემა ამ შემთხვევაშიც უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის შერჩევაა.

როგორც კონსულტაციების დაწყებამდე ჟურნალისტებს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქარაძემ განუცხადა, ისინი შეხვედრაზე ქვეყნის პირველ პირს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მათ მიერ შერჩეულ კანდიდატურებს შესთავაზებენ.
“ნაციონალური მოძრაობა” მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ორ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს – იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური და პროფესიონალი. “ჩვენი მთავარი ამოცანაა ვისაუბროთ კრიტერიუმებზე, თუ როგორი ადამიანი გვჭირდება დღეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ. მიგვაჩნია, რომ უნდა იყოს დაცული ორი მთავარი კრიტერიუმი, ეს ადამიანი უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური და საზოგადოებას არ უნდა ახსოვდეს პოლიტიკური დაპირისპირების და პოლიტიკური ბატალიების მონაწილედ და მეორე, ამ ადამიანს უნდა ჰქონდეს ძალიან მაღალი კვალიფიკაცია, მათ შორის სასურველია ეს დადასტურებული იყოს საერთაშორისო პრაქტიკითაც. სწორედ ამიტომ, ჩვენი შეფასებით, საჭიროა ადამიანი, რომელიც დააკმაყოფილებს ამ ორ კრიტერიუმს – პოლიტიკურ ნეიტრალურობას და პროფესიონალიზმს. ვინ შეიძლება იყოს ასეთი ადამიანი, ჩვენ ცხადია გვექნება ჩვენი კონკრეტული შეთავაზებები პრეზიდენტის მიმართ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყნის პირველი პირის მისაღებია. იმედი გვაქვს, პრეზიდენტი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც სჭირდება საქართველოს დემოკრატიას, ქართული სასამართლოს დამოუკიდებელ მომავალს და არა ისეთს, რომელიც აწყობს უმრავლესობას და იქნება ხელისუფლების პოლიტიკური ნების გამომხატველი”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს არ დაუკონკრეტებია ის, თუ ვინ წარმოუდგენია “ნაციონალურ მოძრაობას” უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარედ. “კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ. მათი სახელები და გვარები არც არაფერს მოგვცემს, ვინაიდან ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც არასდროს არანაირ პოლიტიკურ ბატალიებში გარეულნი არ ყოფილან. მათ აქვთ მაღალი რეპუტაცია იურიდიულ წრეებში”, – აღნიშნა ბაქრაძემ.

news
: news იანვარი 22, 2015 20:32

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,434
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics