დავით ბაქრაძე: რიგის სამიტზე შესრულებული დავალებებითა და განხორციელებული რეფორმებით მოვედით

news
ავტ.: news მაისი 22, 2015 10:15

დავით ბაქრაძე: რიგის სამიტზე შესრულებული დავალებებითა და განხორციელებული რეფორმებით მოვედით

“რიგის სამიტზე შესრულებული დავალებებითა და განხორციელებული რეფორმებით მოვედით,”-ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ბაქრაძემ გააკეთა. დავით ბაქრაძემ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

უვიზო მიმოსვლაზე კომენტარი გააკეთა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ანტანას ლინკევიჩუსმაც.

“სავიზო მიმოსვლის გამარტივების შესახებ მუშაობის პროცესში ვართ, რის გამოც ზუსტ ვადებს ვერ დაგისახელებთ. სურათი ზოგადად პოზიტიურია, საქართველომ ძალიან ბევრს მიაღწია და დარწმუნებული ვარ, ეს მსოფლიოსთვის უკვე შესამჩნევია. ჩვენ სასურველი მიზნის მიღწევა წლის ბოლომდეც შეგვიძლია, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყნის მხრიდან დამატებით მცდელობებზე. ჩავატარეთ საკმაოდ კონსტრუქციული სამუშაო საქართველოსთან და ვთვლი, რომ ოპტიმისტურად უნდა ვიყოთ განწყობილები,”-განაცხადა მინისტრმა.

news
ავტ.: news მაისი 22, 2015 10:15