დავით ბაქრაძეს მთავრობაში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ ინფორმაცია არ აქვს

ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძეს მთავრობაში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
“არანაირი ინფორმაცია რაიმე დაგეგმილ ცვლილებასთან დაკავშირებით არ გამაჩნია. რაც შეეხება თავად მინდია ჯანელიძეს, ის ძალიან აქტიურად შეუდგა ამ თანამდებობაზე მუშაობას და ძალიან წარმატებით ართმევს თავს”, – განუცხადა ბაქრაძემ ჟურნალისტებს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ თავდაცვის მინისტრი შესაძლოა, შეიცვალოს.
ამასთან, დავით ბაქრაძე უკრაინის თემაზე მინსკში დაგეგმილ შეხვედრასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველო რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას უჭერს მხარს.

“ჩვენი პოზიცია ერთმნიშვნელოვანია. ჩვენ მხარს ვუჭრეთ საკითხის მშვიდობიანად მოგვარებას. საქართველოს პოზიციები სრულ თანხვედრაშია საერთაშორიოსო საზოგადოების პოზიციებთან. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ პროცესებს და იმედი მაქვს, რომ მიმდინარე და დაგეგმილი ფორუმები შედეგად მოიტანს საკითხის მშვიდობიან მოგვარებას”, – აღნიშნა ბაქრაძემ.

ვირუსის ბლოკატორები