დადგენილების გარეშე ჩხრეკა აღარ ჩატარდება, გადაწყვეტილება ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე იქნა მიღებული.
სისხლის სამართლის კოდექსში შეტასატან ცვლილებებზე უარი თავად კანონპროექტის ავტორებმა განაცხადეს, შესაბამისად სამართალდამცავებს ჩხრეკის წარმოებისათვის კვლავ წერილობითი თანხმობა ჭირდებათ.
სხდომას, რომელიც ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, დეპუტატებთან ერთად უფლებადამცველები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.