“დადგა დრო, რომ “თრიალეთმა” და პირადად მისმა მფლობელმა პრემიერთან დაპირებული ბოდიში მოიხადონ”

news
ავტ.: news მარტი 30, 2015 18:04

“დადგა დრო, რომ “თრიალეთმა” და პირადად მისმა მფლობელმა პრემიერთან დაპირებული ბოდიში მოიხადონ”

შიდა ქართლის გუბერნატორი ტელეკომპანია “თრიალეთისგან” ბოდიშის მოხდას მოითხოვს და აცხადებს, რომ ტელეკომპანიამ და მისმა მფლობელმა საკმარისი დროის ქონის მიუხედავად მის ბიზნესებზე ფაქტები ვერ წარადგინა.

გუბერნატორი დარწმუნებულია, რომ “თრიალეთის” განცხადების ტექსტის ავტორი თავად ტელეკომპანიის მფლობელი ბადრი ნანეტაშვილია და არა ჟურნალისტები.

“მას საკმარისი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ წარმოედგინა რეალური, დოკუმენტურად დასაბუთებული ფაქტები იმის დასამტკიცებლად, რომ მე თითქოსდა ბიზნესებს ვფლობ. თუმცა როგორც ეს ტელეკომპანია “თრიალეთის” განცხადებიდანაც კარგად ჩანს, მან ეს ვერ შესძლო. ფაქტობრივად 5 დღე მოანდომა ორგვერდიანი ზღაპრის წერას. ტელეკომპანიის ამ უსუსურ განცხადებას მე რა თქმა უნდა, სერიოზულად ვერ აღვიქვამ და რადგანაც ძალიან გაუჭირდათ ჩემზე კომპრომატების მოძებნა, მე თავად “დავეხმარები” მათ. “თრიალეთის” განცხადების პათოსიდან გამომდინარე, მასში მოყვანილი ბიზნესების ნუსხას დავუმატებ კიდევ რამდენიმე მსხვილ ბიზნესს ბანკების სახით, რომლებშიც ჩემი რამდენიმე უახლოესი მეგობარი მუშაობს და მაშინ, ტელეკომპანიის მესვეურთა ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, ამ რამდენიმე ბანკის მფლობელიც მე ვყოფილვარ. ტელეკომპანიის განცხადებები ერთადერთ მიზანს ისახავს – ჩემი, როგორც შიდა ქართლის მხარის სახელომწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დისკრედიტაციას. ამდენად, რადგანაც ტელეკომპანია “თრიალეთმა” ვერ დაამტკიცა ის, რაც ბუნებაში არ არსებობს, დადგა დრო, რომ ტელეკომპანიამ და პირადად მისმა მფლობელმა ბადრი ნანეტაშვილმა საჯაროდ მოიხადონ, პრემიერ–მინისტრთან დაპირებული ბოდიში”, – ნათქვამია შიდა ქართლის გუბერნატორის ზურაბ რუსიშვილის განცხადებაში.

news
ავტ.: news მარტი 30, 2015 18:04

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


15,060
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics