გურჯაანის სასამართლოდან გაქცეული პატიმრის მეუღლე აცხადებს, რომ მისი ქმარი პოლიციას თავად ჩაბარდა

news
: news თებერვალი 6, 2015 15:34

გურჯაანის სასამართლოდან გაქცეული პატიმრის მეუღლე აცხადებს, რომ მისი ქმარი პოლიციას თავად ჩაბარდა

მნიშვნელოვანი

  • გურჯანიის სასამართლოდან გაქცეული პატიმარი პოლიციას არ დაუჭერია, თავად ჩაბარდა სამართალდამცველებს - ამის შესახებ დაკავებული დიმა ხაჩიაშვილის მეუღლემ, თინათინ აბაშიძემ დღეს განაცხადა.

სხვა სტატიები

გურჯანიის სასამართლოდან გაქცეული პატიმარი პოლიციას არ დაუჭერია, თავად ჩაბარდა სამართალდამცველებს – ამის შესახებ დაკავებული დიმა ხაჩიაშვილის მეუღლემ, თინათინ აბაშიძემ დღეს განაცხადა.
როგორც თინათინ აბაშიძემ აღნიშნა, გუშინ დილით, მისი თანდასწრებით დიმა ხაჩიაშვილმა თავად დაურეკა მეორე განყოფილების უფროსს.
მისივე თქმით, ზარიდან რამდენიმე წუთში სამართალდამცველებმა ხაჩიაშვილი წაიყვანეს.
პოლიციას გურჯაანის სასამართლოდან 3 თებერვალს პატიმარი გაეპარა. ხაჩიაშვილი სასამართლოდან მას შემდეგ გაიპარა, რაც აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს.
ხაჩიაშვილი სოფელ ველისციხიდან არის. მას ბრალი ადამიანის ცივი იარაღით დაჭრაში ედება.

news
: news თებერვალი 6, 2015 15:34

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


10,172
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics