გურიაში კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს სამი ტყვია ესროლეს

news
ავტ.: news იანვარი 26, 2015 10:57

გურიაში კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს სამი ტყვია ესროლეს

მნიშვნელოვანი

  • ლანჩუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათში, კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, ნუგზარ ცინცაძე დაჭრეს

სხვა სტატიები

ლანჩუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათში, კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, ნუგზარ ცინცაძე დაჭრეს – რუსთავი2-ის ინფორმაციით, ცინცაძეს სამი ტყვია აქვს მოხვედრილი და ის ამჟამად, ქუთაისის რკინიგზის საავადმყოფოშია მოთავსებული, თუმცა, იმის გამო, რომ ერთი ტყვია მას ფილტვში აქვს მოხვედრილი, ქირურგიული ოპერაციის ჩატარება ვერ ხერხდება.

ამჟამად, პაციენტს განმეორებითი გამოკვლევისთვის ამზადებენ.

როგორც დაჭრილის მეუღლე, იამზე ჩხაიძე ამბობს, ნუგზარ ცინცაძე ყოფილი გამგებლის ოჯახში ფანჯარასთან იდგა, როდესაც მას ეზოდან ცეცხლი გაუხსნეს.

ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია. სამართალდამცავთა განცხადებით, ეჭვმიტანილთა ვინაობა დადგენილია და მიმდინარეობს საგამოძიებო-ოპერატიული მოქმედებები მათ დასაკავებლად.

ნუგზარ ცინცაძეს სამი ტყვია აქვს მოხვედრილი – ფილტვში, მკლავსა და შუბლში.

news
ავტ.: news იანვარი 26, 2015 10:57

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics