გურამ ჩალაგაშვილი სკანდალურ განცხადებას აკეთებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 29, 2015 01:34

გურამ ჩალაგაშვილი სკანდალურ განცხადებას აკეთებს

get_img“ან ენერგო სისტემა დაინგრევა და 1990-იანებში დავბრუნდებით ან ტარიფი გაიზრდება”- ეს სკანდალური განცხადება სემეკის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გურამ ჩალაგაშვილმა რუსტავი-2-ის ეთერში თოქ-შოუ “არჩევანში” გააკეთა.
გურამ ჩალაგაშვილს მიაჩნია, რომ ვითარება ელექტროენერგიის კუთხით რეგიონებში უკვე დამძიმდა და შუქის გათიშვა ავარიებს არ უკავშირდება – “ვფიქრობ, რომ ტყუილად ვართ მშვიდად. რეგიონებში უკვე ძალიან დიდი პრობლემებია. კომპანიები ნაკლები ზარალის ნახვას ცდილობენ და ხშირად ითიშება ელექტროენერგია. არ არის გამორიცხული, რომ ზამთარი რეგიონებში უშუქობაში გაატარონ. ქმედითი ზომები უნდა მიიღონ. ლარის კურსი 2 ლარიან ნიშნულს უნდა ჩამოსცდეს. ტარიფის მატება გარდაუვალია. თუ ტარიფი არ გაიზრდება, ეს თანხა ბიუჯეტმა უნდა გაიღოს, რაც მილიონობით ლარია. ეს კი ინფლაციას კიდევ უფრო გაზრდის, ” – აცხადებს სემეკის ყოფილი ხემძღვანელი, გურამ ჩალაგაშვილი. მისი თქმით, უახლოეს დღეებში წყლისა და გაზის ტარიფის მატებაცაა მოსალოდნელი: “თბილისის წყალს ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში აქვს შეტანილი განაცხადი წყლის ტარიფის გადახედვის შესახებ და 21-22 მაისს ეწურება ვადა, რაც იმას ნიშნავს, რომ სემეკმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და უნდა განიხილოს თბილისის წყლის ტარიფის საკითხი. გაზთან მიმართებაში უფრო მეტი პრობლემა გვაქვს იმიტომ, რომ გაზის შესყიდვა დოლარზე ხდება,” – აცხადებს სემეკის ყოფილი ხელმძრვანელი.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 29, 2015 01:34

Google სტატისტიკა


4,731
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics